პოლონეთის კონტრდაზვერვამ შეადგინა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 45 რუსი დიპლომატის სია, რომელთა ქვეყნიდან გაძევების რეკომენდაცია პოლონეთის სპეცსამსახურებმა გასცეს, - ამის შესახებ რუსული მედია პორტალ Onet.pl-ზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას შესაძლოა დიპლომატების გაძევება მოსთხოვონ. თუ ეს განხორციელდა, ეს იქნება დიპლომატების ყველაზე დიდი გაძევება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ისტორიაში.
რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა დაადასტურა ელჩის გამოძახება პოლონეთის საგარეო უწყებაში, მაგრამ უარი თქვა პოლონეთის სპეცსამსახურების მოთხოვნის თაობაზე კომენტარის გაკეთებაზე.
პოლონეთში რუსეთის საელჩოს ვებგვერზე არსებული მონაცემებით ქვეყანაში დიპლომატიური ხაზით 100 ადამიანი იმყოფება. ამ სიაში არიან დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები. ამასთან პოლონეთში რუსეთის სამი საკონსულო მუშაობს - კრაკოვში, პოზნანსა და გდანსკში.
არის მოლოდინი, რომ დიპლომატების გაძევების თაობაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას დღეს გაავრცელებს.
ასევე წაიკითხეთ
Reuters: პოლონეთმა აშშ-ს „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვა შესთავაზა