რუსეთმა განაცხადა, რომ ის ევროკავშირის რამდენიმე მაღალჩინოსანსა და ორგანიზაციების წარმომადგენელს არ შეუშვებს ქვეყანაში, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დაწესებული ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ. წერს BBC.
„ამ სიაში შედიან პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ევროკავშირის ფარგლებში ანტირუსული სასანქციო აქტიურობის ესკალაციაში ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
15 ოქტომბერს, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ევროკავშირმა რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
ევროკავშირის სასანქციო სიაში არიან: „ეფესბეს“ დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი, შიდა პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის სამმართველოს ხელმძღვანელი ანდრეი იარინი და ციმბირის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზისდენტის წარმომადგენელი სერგეი მენიაილო, ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი სახელმწიფო ინსტიტუტი.