უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, საქართველოში 20 000-მდე უკრაინელი იმყოფება.
,,თქვენ იცით, რომ საქართველოში იმყოფებიან უკრაინელები, მათი რაოდენობა თითქმის 20 000-ია, ეს ციფრი ყოველდღე იცვლება. ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ დახმარებასა და მხარდაჭერას ჰქონდეს სისტემური ხასიათი. უკვე 58 ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში და 50 ბავშვის მშობელმა შეიტანა განაცხადი მათი ბავშვების სკოლებსა და ბაღებში ჩარიცხვის შესახებ“, - აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.