შარლ მიშელი: ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს

ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

„ძალიან რთულია, რადგან ჩვენ დარწმუნებული არ ვართ რუსეთის ხელისუფლების გულწრფელობაში. გულუბრყვილოები არ ვართ, ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ, თავს დაესხნენ სამხედროებს, რათა გააძლიერონ მათი პოზიციები მოლაპარაკების პროცესში, თუმცა, მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს“, – განაცხადა მიშელმა.

ასევე წაიკითხეთ:

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ომი საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში