აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან ვერანაირი მტკიცებულება ვერ ნახა იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების წინააღმდეგ მასიური კიბერშეტევა კონტროლდება. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ დარჩება უპასუხოდ, მას შემდეგ, რაც ის 20 იანვრიდან შეუდგება მუშაობას. წერს Reuters-ი.
ჯო ბაიდენის თქმით, ტრამპმა პირდაპირ უნდა მიუთითოს რუსეთზე, როგორც კიბერშეტევაზე პასუხისმგებელ ქვეყანაზე.
მისი თქმით, დონალდ ტრამპს ჯერჯერობით არ დაუდანაშაულებია რუსეთი შეტევაში, თუმცა სახელმწიფო მდივანმა და გენერალურმა პროკურორმა კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებელ ქვეყნად რუსეთი დაასახელა.