უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ევროკავშირის სანქციების გამო რუსეთის ბაზრიდან უცხოური ბიზნესკომპანიების გასვლის შედეგად, რუსეთის 95 865 მოქალაქე უმუშევარია. ამის შესახებ რუსული მედია პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერ გალინა კარელოვაზე დაყრდნობით წერს.
იმ ადამიანებმა ვინც სამსახური დაკარგა ძირითადად მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, სამარასა და კალუჟის ოლქში ცხოვრობენ.
ამასთან 36 765-მა ორგანიზაციამ სადაც 8,4 მილიონი მოქალაქე მიშაობს, რეჟიმის ცვლილების შესახებ განაცხადეს.
პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ზომები უნდა მიიღოს.
მანამდე გამოცემა Forbes წერდა, რომ რუსეთში 200 ათას ადამიანს ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შემდეგ უმუშევრობა ემუქრება.
უცხოურმა კომპანიებმა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ამ ბაზარზე ბიზნესის შეჩერებისა ან დატოვების შესახებ განაცხადეს.
RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს
RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა