Forbes: რუსეთის ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შედეგად სამსახურს 200 ათასი ადამიანი  დაკარგავს 

Forbes-ისათვლებით რუსეთის ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შედეგად დაახლოებით 200 000 ადამიანი უმუშევარი დარჩება. 

რუსეთის მოქალაქეების ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა დამსაქმებელმა Mcdonalds-მა ბიზნესის შეჩერების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. რუსეთში, კომპანიის ქსელში 62 000 ადამიანია დასაქმებული. 

კიდევ 19 000 ადამიანი მუშაობდა Pepsico-ში, 15 000 - IKEA-ში, 14 500 - Yum Brands-ში, 8 800 Inditex -ში, რომელიც ტანსაცმლის ბრენდებს (Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho) ფლობს.   

Forbes ცნობით, ასევე რუსეთის ბაზარზე საქმიანობა შეაჩერა პურ-პროდუქტების მწარმოებელმა ფინურმა კომპანია  Fazer-მა, რომელიც რუსეთის ოთხ რეგიონში საქმიანობდა. ანალოგიურად მოიქცნენ სხვა მსხვილი ფინური კომპანიები. კერძოდ, Valio და Paulig-ი.  ასევე ჰოლანდიური ბრენდი  Heineken, რომელიც მსოფლიოში ლუდის წარმოებით მეორეა, რუსეთის ბაზარზე თავისი ფლაგმანი ბრენდის წარმოებაზე უარს ამბობს.

უცხოურმა კომპანიებმა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ამ ბაზარზე ბიზნესის შეჩერებისა ან დატოვების შესახებ განაცხადეს.

ცნობილია, რომ McDonalds-ი რუსეთში ყველა ფილიალს ხურავს. ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.


 ასევე წაიკითხეთ
 

ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა


რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.

საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.


22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ


24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.


 24 თებერვალს, გვიან ღამით:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.


25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 


26 თებერვალი

SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.


27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები.

27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ:

  • ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს.
  • ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს".
  • ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს.
  • ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას.

27 თებერვალი

სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს

აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს

პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.

ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს


28 თებერვალი

აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ


2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის:

ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა

ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა


3 მარტი

აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

7 მარტი

კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა

8 მარტი

აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს

რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა

ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა

9 მარტი

ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა

11 მარტი

აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს

აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა

14 მარტს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა

 

15 მარტი

რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი

რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს

აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა

იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები


ასევე წაიკითხეთ

ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან

პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები შესაძლოა, მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს - თეთრი სახლის პასუხი რუსეთის სანქციებს