რუსული RBK-ს ცნობით, ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე შტორმის გამო მოხდა ავარია, რომელმაც “კრიტიკული დაზიანება” გამოიწვია.
მათივე ცნობით,“კასპიის მილსადენის კონსორციუმმა” ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეაჩერა.
რუსული პირველი არხის თანახმად, ავარია 21 მარტის ღამით არსებულმა შტორმმა გამოიწვია. დაზიანება მილსადენის მოტივტივე მონაკვეთზე მოხდა, რომლითაც უშუალოდ ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ტანკერების შევსება ხდება.