BBC : უკრაინის არმიამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი გაანადგურა

უკრაინის არმიამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი „ორსკი“ გაანადგურა. ამის შესახებ BBC წერს. ასევე ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობა.

სარდლობის ინფორმაციით, მტრის სადესანტო ხომალდი რუსეთის მიერ ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში, აზოვის ზღვაში განადგურდა.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.