უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
„დღეს, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, გაიმართა სამხედრო ტყვეების პირველი სრული გაცვლა. ტყვედ ჩავარდნილი 10 დამპყრობლის სანაცვლოდ, 10 ჩვენი ჯარისკაცი გამოვიყვანეთ.
ასევე დღეს რუსებთან გავაგზავნეთ 11 სამოქალაქო რუსი მეზღვაური, რომლებიც ოდესასთან ჩაძირული გემიდან გადავარჩინეთ. ამის შედეგად სახლში დაბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური სამაშველო გემიდან, რომელიც დატყვევებული ჰყავდათ ოკუპანტებს კუნძულ ზმეინიდან ჩვენი სამხედროების გაყვანის მცდელობისას.
გაცვლის პირობების თანახმად, უკრაინას დაუბრუნდება თავად სამაშველო ხომალდი და თურქეთის პორტში გაიგზავნება", - აცხადებს ვერეშჩუკი.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მხარეებმა ტყვეები პირველად გაცვალეს.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს