პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
"პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს. ეს არის ჟანგბადის მთავარი წყარო რუსული ომის მანქანისთვის. სანქციები არის ერთადერთი გზა ომის შესაჩერებლად. პოლონეთი ასევე მხარს უჭერს უკრაინაში NATO-ს ჰუმანიტარული მისიის გაგზავნას. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ხალხის ასეთი ხოცვა ხდებოდეს ჩვენი მხრიდან ჰუმანიტარული პასუხის გარეშე. უკრაინელი ჯარისკაცები ნამდვილი მებრძოლები არიან", - განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ.
ასევე წაიკითხეთ: