შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მეორე ვადით აირჩიეს. არჩევნები ბრიუსელში გუშინ, NATO-ს საგანგებო სამიტის შემდგომ ჩატარდა. 

ცნობისთვის, შარლ მიშელი, რომელიც წარსულში ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მეორე ვადის უფლებამოსილების შესრულებას 1 ივნისს დაიწყებს და ამ პოსტს 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე დაიკავებს.