„M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ, უფასოდ ჩაიტარონ გრიპის ვაქცინაცია", - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, აღნიშნული ვაქცინა სახელმწიფო პროგრამიდან ფინანსდება.
„საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებით განისაზღვრა ტაქსის მძღოლების, როგორც რისკ და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფის იმუნიზაცია.
M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ, უფასოდ ჩაიტარონ გრიპის ვაქცინაცია. ვაქცინა სახელმწიფო პროგრამიდან ფინანსდება.იმუნიზაციის დაწყების თაობაზე თბილისის ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიისგან უკვე მიიღეს SMS შეტყობინება“, - განაცხადა კახა კალაძემ.