ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა. ამის შსახებ თურქული მედია წერს.
აბდულაჰიანი ლიბანში სირიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩავიდა, სადაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა ბუჰაბიბს შეხვდა.
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიბანის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ „ბირთვული გარიგება“ მთელი რეგიონის ინტერესშია.
„ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან გარიგებისთვის, მაგრამ ამასთან უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი „წითელი ხაზები“, - აღნიშნა მინისტრმა.
2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა.
შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.