იაპონური ბანკები რუსულ Sberbank-თან დოლარის ტრანზაქციებს აღარ ახორციელებენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
აშშ-მა Sberbank-ი CARTA-ს სიაში დაამატა. შედეგად, ამერიკულ ბანკებს 26 მარტიდან მისი საკორესპონდენტო ანგარიშების დაბლოკვა დაევალათ.
OFAC-ის სპეციალური ნებართვის გარეშე, ამერიკული ფინანსური ინსტიტუტები ვერ შეძლებენ გახსნან და შეინახონ Sberbank-ისა და მისი შვილობილი კომპანიების საკორესპონდენტო ანგარიშები, ასევე მიიღონ ტრანზაქციები მათი მონაწილეობით.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და რუს პოლიტიკოსებს, ოლიგარქებსა და კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში შეჭრის გამო იაპონიის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, მოსკოვი ტოკიოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისათვის, მოსკოვი და ტოკიო 20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. მაგრამ კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებით ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. კურილის სამხრეთ ნაწილი, საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიითვისა.
ასევე წაიკითხეთ