დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მონახულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყასაბი უწოდა.
ამერიკის პრეზიდენტმა დღეს ვარშავაში უკრაინიდან ლტოლვილები მოინახულა. ვარშავის ეროვნულ სტადიონზე ჟურნალისტებთან ხანმოკლე კითხვა-პასუხისას კი კითხვაზე, რას ფიქრობს ის პუტინზე, ბაიდენი პასუხობს: "ის ყასაბია".
16 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავეა. შემდეგ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხე:
ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა