ეკვადორში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - სტიქიამ შენობები დააზიანა

ეკვადორში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სტიქიამ შენობები და ავტომაგისტრალებზე განათების სისტემა დააზიანა.

ამ ეტაპზე მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.