გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასის განცხადებით, სანქციები, რომლებიც დაწესებულია რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ, შეიძლება მოიხსნას, თუ რუსეთი უკრაინას დატოვებს და აგრესიას შეწყვეტს.
„საჭიროა არსებობდეს მკაცრი ბერკეტები. რა თქმა უნდა, სანქციები მკაცრი ბერკეტია. ეს სანქციები უნდა დასრულდეს მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის და ჯარის გაყვანის შემთხვევაში, ასევე ვალდებულებების აღებით, რომ შემდგომი აგრესია არ მოხდება“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.
ასევე წაიკითხეთ:
პოლონეთის პრეზიდენტი: ამ დროისთვის პოლონეთმა 2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო