„ჩვენი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებდა ქართველ ხალხსა და თქვენს სურვილს, იცხოვროთ თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაში“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტზე.
„ჩვენ დავეხმარეთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას, ბევრ, ბევრ სხვა ინიციატივასთან ერთად. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის, იმიტომ რომ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს, როგორც დემოკრატიული ერის წარმატების“, - განაცხადა დეგნანმა.