თალიბანმა ავღანეთში, ავიაკომპანიებს განუცხადა, რომ ქალებს თანმხლები კაცის გარეშე მგზავრობა აღარ შეეძლებათ, - ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ზნეობის გავრცელებისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ ავიაკომპანიებს, ახალი შეზღუდვების შესახებ, წერილი შაბათს გაუგზავნა.