თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
ერდოღანმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.
"პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა სახის მხარდაჭერას ამ პროცესთან დაკავშირებით",- წერს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ასევე წაიკითხეთ:
თურქეთის პრეზიდენტი: მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში