რუსი სამხედროები აგრძელებენ სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვებს, ცდილობენ, სრულად გაანადგურონ უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები და ასევე კონცენტრირდებიან საწვავის შესანახ ობიექტებზე.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსი ოკუპანტების მოქმედებების მიზანია ლოგისტიკური მხარდაჭერის გართულება და ჰუმანიტარული კრიზისისთვის პირობების შექმნა.
„ისინი ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს. ძარცვავენ, იტაცებენ და მძევლად ჰყავთ მშვიდობიანი მოქალაქეები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, არაფერი ჭამონ, ან დალიონ