დღეს, 23 დეკემბერს საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის, 48 – საათიანი აკრძალვის შემდეგ, მიმოსვლა აღდგა. - ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს.
საფრანგეთმა მას შემდეგ აღადგინა მიმოსვლა, რაც ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოსცეს რეკომენდაცია, ბრიტანეთში მოგზაურობის სრული აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით.
დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მდივანმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ და "საფრანგეთის საზღვარი გაიხსნება მათთვის, ვინც გადაუდებელი მიზეზების გამო მოგზაურობს და მათ ვირუსის უარყოფითი ტესტი აქვთ დამოწმებული".
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ჟან ბატისტ ჯებარრიმაც დაადასტურა, რომ თვითმფრინავები, გემები და "ევროსთარის" მატარებლები "ხვალ დილიდან დაიწყებენ მუშაობას".
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში Covid-19-ის ახალი შტამის დაფიქსირების შემდეგ, რომელიც სწრაფად ვრცელდება და გადამდებია, ევრობის ქვეყნების დიდმა ნაწილმა ბრიტანეთთან მიმოსვლა აკრაძალა.