ბრიტანეთის დედოფალი საჯაროდ ხუთი თვის შემდეგ გამოჩნდა

ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II პირველად გამოჩნდა საჯაროდ ხუთი თვიანი პაუზის შემდეგ. ამის შესახებ nbcnews წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, 29 მარტს ბრიტანეთის დედოფალი მეუღლის, პრინც ფილიპის ხსოვნის პარაკლისს დაესწრო. პრინცი ფილიპი 2021 წლის აპრილში გარდაიცვალა.

ღონისძიებაზე 97 წლის დედოფალი ვაჟის, პრინც ენდრიუს თანხლებით მივიდა, ხელჯოხზე დაყრდნობილი.

დიდ ბრიტანეთში 2022 წელს დედოფალ ელიზაბეტ II-ის ტახტზე ასვლიდან 70 წელი სრულდება. მთავარი ზეიმი ივნისში გაიმართება, თუმცა უცნობია, როგორ მიიღებს მონაწილეობას თავად დედოფალი.