პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სამართლებრივ-ნორმატიული აქტი, რომლის თანახმადაც რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ უკრაინული მედია TVN24-ზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ მეტს ვეღარ დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პეტრე მიულერმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი რუსეთიდან ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტზე სანქციების შემოღებას გეგმავდა. თუმცა ამ დრომდე ერთიანი გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი რუსულ გაზს რუბლში არ იყიდის.
ასევე წაიკითხეთ