ევროკავშირი G7-ის ქვეყნების კვლადდაკვალ რუსული გაზის რუბლზე ყიდვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ რუსული მედია ევროკომისიის წევრ ერიკ მამერზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი მონაწილეობდა G7-ის წევრ ქვეყნების ჯგუფთან ერთად ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობდა და „დიდი შვიდეულის“ დასკვნები ევროკავშირისთვის სამართლიანია.
„ჩვენი პოზიცია იგივეა რაც G7-ის“, - აცხადებს მამერი კითხვის პასუხად, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს ევროკავშირი ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც რუსული გაზი რუბლებში უნდა გაიყიდოს.
„რაც შეგვეხება ჩვენ, ვთქვით რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება უნდა განხორციელდეს დოლარში ან ევროში“, - აღნიშნა მან.
მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ თუ „არ იქნება გადახდა რუბლში, არ იქნება გაზი“. პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „რუსეთი ამ მიმართულებით ქველმოქმედი ვერ იქნება“.
23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.
ასევე წაიკითხეთ