საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არშესული პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეწყვეტას ითვალისწინებს.
“ქართული ოცნების“ უმრავლესობამ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 84 ხმით დაამტკიცა. ასევე კენჭი უყარეს საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს.
როგორც სასესიო განხილვისას გახდა ცნობილი, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტი გადამუშავდა და მასში რიგი ცვლილება აისახა.
პროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის თქმით, ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ.
საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილება.