საქმე გვაქვს ტერორიზმის ახალ ტალღასთან, - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი ქალაქ ბნეი-ბრაკში მომხდარ ტერაქტს, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
„ამ დღეებში ტერორიზმის ახალ ტალღასთან გვაქვს საქმე. ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ისინი მზად არიან, გაუმკლავდნენ ამ ამოცანას. ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და სიფხიზლე“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკში შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა.