იან კელი: რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს პოპულარიაზაცია გაუწიოს კავკასიურ პლატფორმას?

აშშ-ის ელჩმა იან კელიმ Twitter-ზე გააზიარა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვა და შემდეგი ტექსტი დაურთო:

„ამგვარად, „მშვიდობის დაბრუნებას“ რუსული ძალები უზრუნველყოფენ. და რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს მხარი პოპულარიაზაცია გაუწიოს კავკასიურ პლატფორმას, მაშინ როცა ეს უკანასკნელი ჩვენს რეგიონულ საქმეებში რუსეთისთვის და ირანისთვის დამატებითი აქტივების მიცემას ნიშნავს“, - წერს იან კელი.

„კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული - მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაზე და იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით “ჩვენი გაცოცხლების წელი”.