საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრს ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმს შეხვდა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთის თანამშრომლობის ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შექმნის შესაძლებლობა.
„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოდან უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და სასიხარულოა, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში",– ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოდან ინვესტორების შემოსვლას მიესალმება. მისივე განმარტებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია და არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება.
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო საუდის არაბეთთან ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შექმნას განიხილავს
europetime 2022-01-01 0:00:00ფოტოს წყარო: საქართველოს მთავრობა