მარინა კალიურანდმა შალვა პაპუაშვილს დაუდასტურა, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მომხრეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის წევრს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარინა კალიურანდს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა მარინა კალიურანდს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მომავლის აქტიური და მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადი და ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადასადგმელი ნაბიჯები. ასევე მიმოიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მათი შედეგები რეგიონისთვის.

მარინა კალიურანდმა დაადასტურა, რომ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს ხელი 2022 წლის 3 მარტს მოაწერა. 

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

ასევე წაიკითხეთ

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი ცდილობს წევრობის განაცხადის ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს