კელი დეგნანი: ვაპირებ, ახლოს ვიმუშაო ახალ ადმინისტრაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე

ამერიკის ელჩი აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივებზე საუბრობს.

„ეს არის ის სფერო, რომელთან მიმართებითაც, საქართველოს კონგრესში აქვს მხარდაჭერა“, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი.

„რაც შეეხება თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, ვაპირებ ახლოს ვიმუშაო ახალ ადმინისტრაციასთან რომ ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება. ეს არის ის სფერო, რომელთან მიმართებითაც, საქართველოს კონგრესში აქვს მხარდაჭერა. ეს კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.