მარგარიტა სიმონიანი: რა საჭიროა სამარცხვინო საბაჟო პუნქტი აფხაზეთში?!

რუსული მედიასაშუალება Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი "რუსეთ-აფხაზეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის" არსებობას, სამარცხვინოდ მიიჩნევს.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი, რუსეთის მილიონობით მოქალაქის ღირსებას შეურაცხყოფს.

"გუშინ აფხაზეთში ვიყავი - იქ მედიაცენტრი გავხსენით. ვივახშმეთ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და ბევრი ვისაუბრეთ. შეუდარებელი, მშვენიერი მიწა, მეგობრული, სტუმართმოყვარე, მზიანი ხალხი. ჩვენი ხალხი. ახლა ისინი ჩვენთან ერთად და ჩვენთვის იბრძვიან. ჰოდა ამიხსენით, რა საჭიროა ეს სამარცხვინო "საზღვარი და საბაჟო პუნქტი", რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ნერვებს უშლის, შეურაცხყოფს ერთის მხრივ, იმ მილიონობით რუსის ღირსებას, ვინც ყოველწლიურად ამ საზღვარს კვეთს, ხოლო მეორეს მხირვ - იმ ჩვენი მოკავშირეებისას, რომლებიც ჩვენს გამო დღეს სისხლს ღვრიან?!“, - აცხადებს სიმონიანი.

ასევე წაიკითხეთ:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა.