„ჩვენც იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ. გასაჩივრების პროცესიც, რომელიც მოყვა არჩევნებს, ასევე იყო ხარვეზებით სავსე. ბევრი საჩივარი არ იყო სრულად გამოძიებული, ან არ განიხილეს“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩი კელი დეგნანი „ფორმულასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„ყველა დიდ იმედს ამყარებდა ამ არჩევნებზე. 8 მარტის შეთანხმებამ გააჩინა იმედი, რომ ეს არჩევნები იქნებოდა შანსი საქართველოს დემოკრატიული პროგრესის დემონსტრირებისთვის. მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში იყო ნაკლები აგრესია, ნაკლები სიძულვილის ენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი აქტივობაც ასევე კარგი ნიშანი იყო თუ რამდენად არიან ქართველები დაინტერესებული დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უფრო მეტი ქალი აირჩიეს პარლამენტში და რა თქმა უნდა, ის ფაქტიც, რომ 9, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პარტიაც აირჩა პარლამენტში დიდი წარმატებაა საქართველოსთვის. და ნაბიჯი უფრო პროპორციული სისტემისკენ, რისი სურვილიც ქართველებმა გამოთქვეს.
მაგრამ სხვების მსგავსად ჩვენც იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ. გასაჩივრების პროცესიც, რომელიც მოყვა არჩევნებს, ასევე იყო ხარვეზებით სავსე. ბევრი საჩივარი არ იყო სრულად გამოძიებული, ან არ განიხილეს. შედეგი გახდა ის, რომ ხალხმა დაკარგა ნდობა არამხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართაც. რაც საბოლოო ჯამში ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ელჩმა.