დონალდ ტრამპმა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტო დაადო

დონალდ ტრამპმა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტო დაადო.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტრამპის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს, ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, დოკუმენტი არ შეიცავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან დებულებებს, ეწინააღმდეგება ადმინისტრაციის ძალისხმევას ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში აშშ-ის წამყვანი პოზიციების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

„ეს კანონპროექტი საჩუქარია რუსეთისა და ჩინეთისთვის“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

დოკუმენტში საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

„არაუგვიანეს 2021 წლის პირველი მარტისა, თავდაცვის მდივანს ევალება წარადგინოს ანგარიში, შავი ზღვის რეგიონში, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ. მათ შორის, საქართველოს მთავრობასთან. ანგარიში უნდა შეიცავდეს: ზომებს, რომლებიც მიღებულია რუსული აგრესიის შეკავების გასაძლიერებლად; რეგიონული სტაბილურობის ხელშესაწყობად; ნატოსთან უერთიერთთანამშრომლობის და ურთიერთქმედების გასუმჯობესებლად. ასევე, გაზარდოს ნატოსა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში. მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ვეტოს დადების შემდეგ კანონპროექტი აშშ-ის კონგრესს დაუბრუნდება. პრეზიდენტის ვეტოს გადასალახად აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წევრთა ხმების ორი მესამედია საჭირო.

ამერიკის ბიუჯეტიდან, 2021 წელს, თავდაცვაზე 740 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.