რუსული „სბერბანკის“ ფილიალმა ბრიტანეთის სასამართლოს თანხმობა მიიღო ბანკში დროებითი ადმინისტრაციის დაშვების შესახებ. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ფაქტობრივად რუსული ბანკის ფილიალის გაკოტრების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის ცნობით, ბანკის საკონტროლო პაკეტს რუსეთის ხელისუფლება ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ „სბერბანკის“ ფილიალს ბრიტანეთში სანქციები არ შეხებია, დედა კომპანიას ბრიტანეთის გავლით საკლირინგო გადახდები აეკრძალა და აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან კავშირი გაწყვიტა.
ამასთან Sberbank CIB U.K.-მა უკვე გააკეთა განცხადება, რომ მომხმარებლის წინაშე ყველა ვალდებულების შესრულების შემდეგ ბრიტანეთის ბაზარზე საქმიანობას შეაჩერებს.
„სბერბანკი“ ერთ-ერთია იმ რუსულ საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რომლებსაც დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა. კერძოდ, სანქციები უზღუდავს „სბერბანკს“ დოლარში გაკეთებულ ტრანზაქციებზე წვდომას. ამ ფონზე ბანკის აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, რომ 2 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციები 1 ცენტადაც კი ივაჭრებოდა.
ასევე წაიკითხეთ
ფინეთის ექს-პრემიერი ესკო აჰო რუსული „სბერბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს