ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა დღეს კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მეცოლამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"გამბედაობა, ძალა, სიმტკიცე. ვოოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში. დიდება უკრაინას", - წერს მეცოლა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის პრეზიდენტის ვიზიტს Facebook-ზე გამოეხმაურა.
„ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდაჭერაში. მადლიერი ვარ, რომ თქვენ სინათლის მხარეს ხართ. ჩვენ ამას ნამდვილად ვაფასებთ“, - წერს ზელენსკი.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
რობერტა მეცოლა: რუს და ბელორუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ
ევროპარლამენტარები მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ
რობერტა მეცოლა: მზად ვართ თავი გავართვათ საშუალო და გრძელვადიან გამოწვევებს, რომელიც ამ ომმა მოიტანა