უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსი სამხედროების თავდასხმებს 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 ბავშვზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ამასთან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება, 83 მათგანი სრულად არის განადგურებული.
ცნობისთვის, პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.
მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ