წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც გუნდმა ვერ შეძლო ალყაში მოქცეულ მარიუპოლამდე ჩასვლა და, შესაბამიასდ, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაყვანა გადაიდო. ამის შესახებ CNN იუწყება.
„ოპერაციის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა პატივი სცენ შეთანხმებებს და უზრუნველყონ აუცილებელი პირობები და უსაფრთხოების გარანტიები", - აღნიშნა წითელი ჯვრის ორგანიზაციამ.
ორგანიზაცია ქალაქში შესვლას კვლავ შაბათს, 2 აპრილს შეეცდება.
მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს