სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მიიღეთ ჩვენი სამძიმარი დავითის გარდაცვალების გამო. ღმერთმა აცხოვნოს და ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და დავითისთვის ლოცვის ძალა“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი დღეს ტყიბულში დაკრძალეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.