პოლიციამ გაუჩინარებული სამხედრო იპოვა

პოლიციის მიერ ნაპოვნი სამხედრო თავს კარგად გრძნობს და გამოკითხვაზე იმყოფება. ამ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თ.გ. თბილისში იპოვეს.

„სამხედრო მოსამსახურე თ.გ. 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამხედროს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურის გაუჩინარების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.