თურქეთში ინფლაციის ტემპი მაღალია და 20-წლიან მაქსიმუმს გაუტოლდა. ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების ზრდამ, ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, წერს Financial Times-ი.
სამომხმარებლო ფასები მარტში 61%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი - 54%-ით. შედეგად თურქეთში სამომხმარებლო კალათის ხარჯები წლიურ ჭრილში 70%-თაა გაზრდილი, მას შემდეგ, არც ენერგომატარებლებზე ფასები 103%-ით გაიზარდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე და ენერგომატარებლების გაძვირებამდე, თურქეთში ინფლაცია უკვე მაღალი იყო.
ფასების ზრდამ იმოქმედა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის რეიტინგზე და მოსახლეობაში საპროტესტო აქციები გამოიწვია 2021 წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში. ამ ფონზე ერდოღანი ცენტრალურ ბანკს ინფლაციის შესაჩერებლად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის საშუალებას არ აძლევს.