ნიკოლოზ სამხარაძე: რა სარგებლობა მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ხომ არ ამოწურა მან თავისი თავი?

„რა სარგებლობა მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ხომ არ ამოწურა ამ ფორმატმა თავისი თავი“, - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიასგან ამ საკითხით დაინტერესდა.

„დღეს დარბაზში ოპოზიცია რომ იჯდეს, აუცილებლად დაგისვამდათ ამ კითხვას, მაგრამ სანამ ისინი აქ არ არიან, მე წავეშველები და გკითხავთ აბაშიძე-კარასინის ფორმატზე. რა სარგებელი მოაქვს ამ ფორმატს და ხომ არ ამოწურა მან თავისი თავი?“ - განაცხადა სამხარაძემ.

მეათე მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა დღეს უნდა გამოუცხადოს.