რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) დაუყონებლივ აჩერებს დაფინანსებასა და ექსპერტულ სერვისებზე წვდომას რუსეთისა და ბელორუსიისთვის. ინფორმაცია EBRD-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ეს ნიშნავს, რომ ვერც რუსეთი და ვერც ბელორუსი ვერ მიიღებენ ბანკისგან დაფინანსებას ან ტექნიკურ დახმარებას, ასევე აღარ ექნებათ წვდომა ბანკის რესურსებზე და აღარ შედგება არავითარი სხვა სახის ტექნიკური თანამშრომლობა.
გარდა ამისა, EBRD-ი „სარგებლობს ყველა უფლებით შეაჩეროს ან გააუქმოს არსებული პროექტების დაფინანსების შემდგომი გაცემა“.
„სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით ამდენი წლის თანამშრომლობისა და აქტივობის შემდეგ ორივე ქვეყანაში. თუმცა, რუსეთის ხელმძღვანელობით ომმა უკრაინაში სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ დავგმოთ უფრო მეტად, ვიდრე მხოლოდ სიტყვებია. ასევე, საჭიროა ორ ქვეყანას ეჭვი არ შეეპაროს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათ შეარყიეს ღირებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ინსტიტუტისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნავს განცხადებაში EBRD-ის პრეზიდენტი, ოდილ რენო ბასო.
მისი თქმით, EBRD-ი ახლა ფოკუსირებულია 2 მილიარდი ევროს მდგრადობისა და საარსებო წყაროს მხარდაჭერის პაკეტი მიაწოდოს უკრაინას და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომლებიც უშუალოდ განიცდიან ლტოლვილთა კრიზისს. „
„ზომები შექმნილია კომპანიებისა და თემების დასახმარებლად. დაფინანსება სწრაფადაა ხელმისაწვდომი, რათა უკრაინულ კომპანიებს მიეცეთ საშუალება, მიიღონ ლიკვიდურობის მხარდაჭერა, სესხების გადავადება და ვაჭრობის დაფინანსება. სადაც ეს შესაძლებელია, ბიზნესებს დაეხმარებიან გადაადგილებაში, რათა მათ საქმიანობა გააგრძელონ. როდესაც პირობები შესაძლებელს გახდის, ბანკმა ასევე დადო პირობა, რომ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის რეკონსტრუქციის პროგრამაში.
EBRD-ი ასევე მზადაა მხარი დაუჭიროს თავის ყველა ქვეყანას, რათა გაუმკლავდეს ომის შედეგებს და მის ეკონომიკურ გავლენას“, – ვკითხულობთ EBRD-ის განცხადებაში.
29 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს.
ასევე წაიკიხეთ
EBRD: ცეცხლის დროულად შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის ეკონომიკა 2023 წელს აღდგება