ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით ომი რუსეთისა და უკრაინის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. თუ ცეცხლი დროულად არ შეწყდა ორივე ქვეყნის ეკონომიკა 25 წლის წინ დაფიქსირებულ მაჩვენებლამდე შემცირდება.
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ქვეყანა გაანადგურა, ხოლო მოსკოვი მასშტაბური სანქციების წინაშე დააყენა, რამაც ის გლობალური ფინანსური სტრუქტურიდან გათიშა. მკვეთრად გაიზარდა საქონლისა და ენერგიის ფასები.
EBRD-ის მთავარი ეკონომისტის, ბეატა იავორჩიკის თქმით, უკრაინის ეკონომიკა წელს 20%-ით შემცირდება. თუ ცეცხლი რამდენიმე თვეში შეწყდება, ქვეყნის მშპ 2023 წელს, შესაძლოა, 23%-ით აღდგეს.
სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 10%-ით შემცირდება, 2023 წელს კი ნულოვანი ზრდა ექნება. ორივე ქვეყნისთვის შემცირება 1994 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი იქნება.
ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა ნავთობისა და გაზის სანქციების გამო დაახლოებით $30 მილიარდის საექსპორტო შემოსავალი დაკარგა, რაც მშპ-ს დაახლოებით 2%-ს შეადგენს.
EBRD-ი რამდენიმე დღის განმავლობაში ასევე გადაწყვეტს შეაჩეროს თუ არა რუსეთისა და ბელორუსიის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა განუსაზღვრელი ვადით.
კრედიტორი, რომელიც სამი ათეული წლის წინ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ეკონომიკებში ინვესტირების მიზნით შეიქმნა, ამჟამად დაახლოებით 40 ეკონომიკაში მუშაობს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ:
დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს