იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ზაგრებში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს. იუწყება Ansa.
„იტალია არ დაადებს ვეტოს რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს", - განაცხადა მან.
იტალია თავისი გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ს რუსეთიდან იღებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის ცდილობს ალტერნატივის პოვნას და მარაგების დივერსიფიკაციას.
რუსეთის ჯარის მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტისა და სასტიკ დანაშაულების მტკიცებულებების ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოწოდებით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ის კოორდინაციას გაუწევს სანქციების გამკაცრების საკითხს ევროკავშირის პარტნიორებთან და განსაკუთრებით გერმანიასთან.
Financial Times იუწყება, რომ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხს 6 აპრილს განიხილავენ.
ასევე წაიკითხეთ
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას