ერთ-ერთი საბავშვო სანატორიუმის სარდაფში სამართალდამცავებმა ხუთი მამაკაცის ცხედარი ხელებშებმული იპოვეს. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აწამებდნენ უიარაღო მოქალაქეებს და შემდეგ ხოცავდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავცელებს.
„დანაშაულის ადგილზე პროკურორები და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. ყველაფერი კეთდება, რათა დადგინდეს თითოეული სამხედრო დანაშაულისა და რუსეთის აგრესიაში ჩართული პირების ვინაობა და გარემოებები, რათა ისინი დაისაჯონ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დღეს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვეედიქტოვამ განაცხადა, რომ ბოროდიანკაში უფრო რთული ვითარებაა ვიდრე ბუჩაში.
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა".
ასევე წაიკითხეთ:
უკრაინის გენერალური პროკურორი: ბოროდიანკაში უფრო საშინელი ვითარებაა, ვიდრე ბუჩაში
სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას