მოუთმენლად ველით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილითან მუშაობას, - ამის შესახებ უკრაინიას საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ტვიტერში" წერს.
„მოუთმენლად ველით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან მუშაობას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მეტად გასაძლიერებლად. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – წერს დმიტრო კულება.