ჯონ კირბი: აშკარაა, რომ რუსეთის ძალები ქალაქ ბუჩაში მომხდარ სისასტიკეზე პასუხისმგებელნი არიან

აშკარაა, რომ რუსეთის ძალები ქალაქ ბუჩაში მომხდარ სისასტიკეზე პასუხისმგებელნი არიან, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

„ვფიქრობ, საკმაოდ აშკარაა, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან ბუჩაში მომხდარ სისასტიკეზე“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

ასევე წაიკითხეთ:

ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს.

"ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი.

ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ 

UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული