უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შემდეგ დასავლეთი სანქციებსა და იარაღზე აღარ უნდა ყოყმანობდეს

ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შემდეგ დასავლეთი სანქციებსა და იარაღზე აღარ უნდა ყოყმანობდეს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ბუჩას ხოცვა-ჟლეტამ უნდა მოხსნას დასავლეთში ნებისმიერი ყოყმანი და სურვილის არქონა უკრაინისთვის ყველა საჭირო ტიპის იარაღის, მათ შორის თვითმფრინავების, ტანკების, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისა და ჯავშანტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის დასაცავად და რუსი ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად. ეს ასევე ეხება სანქციებს. თუ რომელიმე ჩემი კოლეგა ევროპიდან ან ოკეანის მიღმა, შეეცდება მითხრას, რომ ზოგიერთი სანქცია შეუსაბამო ან ზედმეტად მკაცრია და არ უნდა იყოს დაწესებული, მაშინ მე ამას მივიჩნევ ბუჩას და სხვა ქალაქებისა და სოფლების მსხვერპლთა ღალატად“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ასევე წაიკითხეთ:

ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს.

"ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი.

ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ 

UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული